|
2023-02-22 17:33:39, 1260 ნახვა
ომი უკრაინაში
რომის პაპი - ჩვენ ვდგავართ წამებული უკრაინელი ხალხის გვერდით, რომელთა ტანჯვაც კვლავ გრძელდება
ჩვენ ვდგავართ წამებული უკრაინელი ხალხის გვერდით, რომელთა ტანჯვაც კვლავ გრძელდება, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა. რომის პაპი უარყოფს რუსეთის განცხადებებს, რომ უკრაინაში მისი შეჭრა იძულებითი და "სპეციალური ოპერაციის" ნაწილი იყო, მან ასევე დაგმო რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი მკვლელობები და სხვა ჩადენილი სისასტიკეები. მან დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდა მიიღონ კონკრეტული ზომები კონფლიქტის დასასრულებლად, ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად. "ერთი წელი გავიდა ამ აბსურდული და სასტიკი ომის დაწყებიდან, რა სამწუხარო წლისთავია. დაღუპულთა, დაჭრილთა, ლტოლვილთა და დევნილთა რაოდენობა, ასევე ნგრევის მასშტაბები, სოციალური და ეკონომიკური ზიანი თავისთავად მეტყველებს ამაზე. ჩვენ ვდგავართ წამებული უკრაინელი ხალხის გვერდით, რომელთა ტანჯვაც გრძელდება მოდით, საკუთარ თავს ვკითხოთ: გაკეთდა თუ არა ყველაფერი ომის შესაჩერებლად? მოვუწოდებ ყველას, ვისაც ძალაუფლება აქვს, მიიღონ კონკრეტული ზომები კონფლიქტის დასასრულებლად, ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად", - განაცხადა რომის პაპმა. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)