|
2023-02-22 11:13:09, 1541 ნახვა
რეგიონი
ბათუმში გიდების საერთაშორისო დღე აღინიშნა
ბათუმში გიდების საერთაშორისო დღე აღინიშნა. რეგიონში მოქმედ გიდებს პროფესიული დღე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და აჭარის გიდების ასოციაციის მენეჯმენტმა მიულოცა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, შეხვედრა დეპარტამენტის მიერ რეგიონში დაგეგმილი და მიმდინარე ტურისტული პროექტების პრეზენტაციით დაიწყო. "გიდების ასოციაციამ 2022 წლის სამი საუკეთესო გიდი დააჯილდოვა და კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა. ღონისძიების ბოლოს გაიმართა დისკუსია თემაზე „გიდის პროფესიის მნიშვნელობა და გამოწვევები“. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს რეგიონში მოქმედ გიდებთან და ყოველწლიურად ანხორციელებს სხვადასხვა პროექტებს მათი ჩართულობით. ჯამში, დეპარტამენტის სატრენინგო პროგრამების ფარგლებში რეგიონში მოქმედი და დამწყები 100-ზე მეტი გიდი გადამზადდა სხვადასხვა ტურისტული მარშრუტების მიმართულებით. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბაზაში რეგიონში მოქმედი 200-ზე მეტი გიდია ფიქსირებული", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)