00:34 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 13:21:49, 935 ნახვა

სამართალი
ადვოკატებმა სააკაშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ. ექსპრეზიდენტის უფლებამდამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ მეორე ინსტანციის სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა. 

ხაჭაპურიძის განცხადებით, დაცვის მხარე სააპელაციოს ახალ მტკიცებულებებს წარუდგენს.

"დღეს ვასაჩივრებთ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ვინაიდან გადაწყვეტილება გახლავთ უკანონო, დაუსაბუთებელი. თბილისის სააპელაციო სასამართლოში იქნება წარდგენილი ვიდეოდისკები, რომლებიც გამოქვეყნდა და გვაქვს უკვე ხელთ. ასევე იქნება წარდგენილი ახალი ფორმა-100, რომლის მიხედვითაც, თავად "ვივამედი" ადასტურებს, რომ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია და მას აქვს კახექსია. გარდა ამისა, წარდგენილი იქნება სხვა სახის მტკიცებულებებიც და არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე მოწმე მოვიყვანოთ და დავკითხოთ სასამართლოზე. ესენი შეიძლება იყვნენ კლინიკა "ვივამედის" ექიმები", - განაცხადა ხაჭაპურიძემ "მთავარ არხთან" საუბრისას. 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ 6 თებერვალს მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics