|
2023-02-20 17:31:50, 2385 ნახვა
ომი უკრაინაში
CNN - ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიევი დატოვა
ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიევი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, სადაც მხარდაჭერა და დახმარების ახალი პაკეტი განიხილეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენის ვიზიტი შეაფასა, როგორც აშშ-უკრაინის ურთიერთობებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი. "ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტი აშშ-უკრაინის ურთიერთობების მთელ ისტორიაში", - განაცხადა ზელენსკიმ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ 20 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთს ეწვევა. ხელისუფლების წარმომადგენლებს - არც უკრაინელებს და არც ამერიკელებს - ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებიათ. კიევში დილიდან გადაიკეტა ქუჩები, ასევე შეზღუდულია გადაადგილება აშშ-ის საელჩოსთან და საელჩოდან ცენტრალური რკინიგზის სადგურისკენ მიმავალ გზებზე. ჯო ბაიდენმა კიევში, მიხაილოვსკაიას მოედანზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად უკრაინის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)