03:05 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-16 14:31:42, 1487 ნახვა

ომი უკრაინაში
„მხოლოდ ტანკის მიწოდებას აზრი არ აქვს“ - ნიდერლანდები უკრაინას Leopard 2-ის ტანკების საბრძოლო მასალას გადასცემს

ნიდერლანდები უკრაინას გერმანული წარმოების Leopard 2-ის ტიპის ტანკებისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას გადასცემს. ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლლონგრენმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ნიდერლანდები უკრაინას 20 000 ჭურვს გადასცემს. 

"ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მხოლოდ ტანკის მიწოდებას აზრი არ აქვს. ჩვენ უნდა მივაწოდოთ მომსახურების სრული პაკეტი. გარდა უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებისა, საჭიროა საბრძოლო მასალა და სათადარიგო ნაწილები. ერთად შეგვიძლია მივაწოდოთ ის, რაც უკრაინას სჭირდება“, - თქვა ოლონგრენმა.

ამასთან, მინისტრმა არ გამორიცხა, რომ გერმანიიდან იჯარით აღებული ტანკები უკრაინაში მაინც გაიგზავნოს.

"არავითარი უთანხმოება არ არის. არ არის გამორიცხული, რომ იჯარით აღებული ტანკები მოგვიანებით მაინც წავიდეს უკრაინაში. არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ამ დროისთვის მიწოდება არ იქნება", - განაცხადა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics