|
2023-02-08 23:29:08, 1792 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე - თვითდაზიანებაზე არცერთი სახელმწიფო არ იღებს პასუხისმგებლობას
თვითდაზიანებაზე არცერთი სახელმწიფო არ იღებს პასუხისმგებლობას. თვითდაზიანების შემთხვევები ციხეებში, საქართველოშიც და გარეთაც უამრავია, მაგრამ მსოფლიოში არ არსებობს არცერთი სახელმწიფო, რომელიც იღებს პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლობას, ეს ხომ გამორიცხულია,’’ - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებელზე გადაცემა ,,დღის თემის’’ ეთერში განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არცერთ ქვეყანაში პატიმრის თვითდაზიანებაზე არცერთი სახელმწიფო პასუხისმგებლობას არ იღებს. მისი თქმით, თვითდაზიანების სიმულაცია არ შეიძლება პატიმრის გათავისუფლების საფუძველი გახდეს. ,,როგორც კი ამ პრეცედენტს დაუშვებ, მაშინ ბუნებრივია ცდუნება დიდია, რომ თავი დაიზიანო და გამოხვიდე გარეთ. როგორ შეიძლება ეს პრეცედენტი დაუშვა, რომ თითქოს, თვითდაზიანებას ეწევა პატიმარი და ამის გამო, ის გარეთ გამოვიდეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ისეთ გადასხმებს იკეთებდა და ისეთ გადასხმებზე ამბობდა უარს, რომელიც საკვების ჩანაცვლებას ითვალისწინებდა. რატომ? ამას ერთადერთი მიზანი აქვს, წონაში დაკლება და გათავისუფლება. თეთრი ძაფით ნაკერი, სამარცხვინო სიმულაციური საქმეა სინამდვილეში და როგორ შეიძლება ეს, პატიმრის გათავისუფლების საფუძველი გახდეს,’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)