01:00 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-05 13:36:42, 1434 ნახვა

სამართალი
ხაჭაპურიძე - იმედია, ეს ისტორიული გადაწყვეტილება იქნება - მთავარია, მოსამართლემ ზეწოლას გაუძლოს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობის საქმეზე, მხარეები ხვალ, 6 თებერვალს დასკვნითი სიტყვით წარსდგებიან.

ხაჭაპურიძე იმედოვნებს, რომ მოსამართლე გიორგი არევაძე "სამართლიან და კანონიერ" გადაწყვეტილებას მიიღებს.

"ხვალ ვიტყვით დასკვნით სიტყვებს და ამის შემდეგ მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას. იმედია, ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებაზე დამოკიდებულია ადამიანის სიცოცხლე, საქართველოს მომავალი. რაც შეეხება პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილ პოზიციას, გარდა გაყალბებული სამხარაულის დასკვნისა და საეჭვო ფსიქიკური მდგომარეობის მქონე ექიმისა, არ წარმოუდგენიათ არც ერთი მტკიცებულება. შესაბამისად, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ მოსამართლემ მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია გაიზიაროს. მთავარია, მოსამართლემ თავის თავში იპოვოს ძალა იმ ზეწოლების მიუხედავად, რაც ხორციელდებოდა სასამართლოზე - ეს იყო მთარობის მხრიდან, პარლამენტის მხრიდან, პოლიტიკოსების მხრიდან, მან უნდა გაუძლოს ამ ზეწოლას და მიიღოს სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება", - აცხადებს ხაჭაპურიძე.

შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.

მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics