12:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-31 12:21:19, 1371 ნახვა

ეკონომიკა
საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტი-საქართველო ნამდვილად ღიაა ბიზნესისთვის და ფოკუსირებულია უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე

„საქართველოში ვიზიტისას დავრწმუნდი, რომ ეს ქვეყანა ნამდვილად ღიაა ბიზნესისთვის და ფოკუსირებულია უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე" - ამის შესახებ საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტმა პიტერ რაიანმა განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კანადელი და ბრიტანელი საინვესტიციო კონსულტანტები, ე.წ. ლოკაციის მენეჯერები საქართველოს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით სტუმრობენ. ვიზიტის მიზანია საქართველოს  ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორის გაცნობა და ამ მიმართულებთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა, რათა შემდგომში ინფორმაცია მიაწოდონ პოტენციურ ინვესტორებს.

ლოკაციის მენეჯერებმა შეხვედრები გამართეს სხვადასხვა კომპანიებთან, მათ შორის უძრავი ქონების და ტექნოლოგიურ კომპანიებთან.

„რა თქმა უნდა, კანადაში დაბრუნებისას ჩემს კლიენტებს საქართველოს გავაცნობ როგორც ქვეყანას, რომელიც ნამდვილად ღიაა ბიზნესისთვის და ფოკუსირებულია უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. ამასთან, მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად მარტივია აქ ბიზნესის გადმოტანა და ოპერირება. ერთ-ერთი მიმართულება, რაზეც მე ვმუშაობ,  კლიენტთა მომსახურებაა და მინდა ავღნიშნო, რომ ამ მხრივ საქართველოში არსებული ვითარება თვალშისაცემია და პირადად დავრწმუნდი, რომ აქ საკმაოდ მაღალი მომსახურების დონეა. ეს კეთილმოსურნეობა ნამდვილად მნიშვნელოვანია იმ ინვესტორებისთვის, ვინც საკუთარი ბიზნესის გადმოტანას მოინდომებს ამ ქვეყანაში. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ასევე დავრწმუნდით, რომ საქართველო არის დინამიკურად განვითარებადი, მომხმარებელსა და საერთაშორისო სიახლეებზე ორიენტირებული ქვეყანა. აქ სწორედ ის გარემოა, რომელიც უცხოელ ინვესტორებს  ქვეყანაში შემოსვლას და ინვესტირებას მოანდომებს", - აღნიშნა პიტერ რაიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics