|
2023-01-27 15:12:29, 1544 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ვახტანგ გორგასლის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბათუმში ვახტანგ გორგასლის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად გაეცნო. ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, თაყაიშვილისა და მელიქიშვილის ქუჩებს შორის მონაკვეთში, ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს გორგასლის ქუჩის კეთილმოწყობას გრიბოედოვის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მიერთებებით. აღნიშნულ ქუჩაზე მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და ჭები, რეაბილიტირდება დაზიანებული ტროტუარები, ბორდიურები და ველობილიკი. სამუშაოების ღირებულება 1 მილიონ 600 ათას ლარს შეადგენს და მიმდინარე წლის 20 ივნისს უნდა დასრულდეს. ამავე პროექტის ფარგლებში, უკვე დასრულდა ფარნავაზ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია, რისთვისაც 1 მილიონ 800 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)