|
2023-01-26 18:48:16, 1471 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის მერია კულტურის ცენტრის შიდა სივრცის მოწყობას გეგმავს
კასპის მუნიციპალიტეტის მერია კულტურის ცენტრის შიდა პერიმეტრის მოწესრიგებასა და გათბობის სისტემის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 2022 წლის ბოლოს მერიამ კულტურის ცენტრის ცენტრალური გათბობის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის შესახებ ტენდერი გამოცხადა. ამ ეტაპზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, პროექტირების დასრულების შემდეგ კი სამუშაოების ტენდერი გამოცხადდება. გარდა ამისა, 2023 წლის ბიუჯეტში შენობის შიდა ინტერიერის სამუშაოებისათვის გათვალისწინებულია 256 000 ლარი. შენობის ფართიდან და სარემონტო საჭიროებებიდან გამომდინარე, სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება. ამჟამად შენობაში ფუნქციონირებს საშემსრულებლო წრეები, მერიის გადაწყვეტილებით პედაგოგები ფართით უსასყიდლოდ სარგებლობენ. ასევე მოქმედებს სხვადასხვა შეღავათები როგორც ბავშვებისთვის ისე იქ დასაქმებული პირებისთვის. აღსანიშნავია, რომ პროექტის „განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში კასპის კულტურის ცენტრის გარე ფასადის რეაბილიტაცია გასულ წელს ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)