|
2023-01-24 10:29:33, 1612 ნახვა
რეგიონი
პროექტ "Let`s Do It" ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტს სიგარეტის ნამწვისა და გარე ფასადის ურნები გადაეცა
კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე ორგანიზაცია "Let`s Do It" -ის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც პროექტის „იმოქმედე გარემოსთვის“ ფარგლებში სამი წელია მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობენ. ამჯერად, პროექტის ფარგლებში "Let`s Do It" საქართველოს ორგანიზებით, ესტონეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტს საჩუქრად სიგარეტის ნამწვისა და გარე ფასადის ურნები გადასცეს. „პროექტის ფარგლებში ფასადის ურნები საჩუქრად გადაეცათ კასპის #1, #2, #3 საჯარო სკოლებსა და ასევე, ბესიკ ნიპარიშვილის კასპის სკოლა-გიმნაზიას. აღნიშნული სკოლების მოსწავლეები აქტიურად იყვნენ "Let`s Do It" საქართველოს მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებებში, ბანაკებსა და მსოფლიო დასუფთავების დღეებში. პროექტის მიზანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ნარჩენების შემცირება სუფთა და ჯანსაღი მომავლისთვის. მუნიციპალიტეტის მერმა საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელებს და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)