|
2023-01-21 23:45:28, 2546 ნახვა
სხვადასხვა
ნეტავ ასეთი სისულელე არ გამეკეთებინა – ვენერა ობოლაშვილი თავისუფალია
2009 წელს მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ვენერა ობოლაშვილი თავისუფალია. ობოლაშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ რუსთავი 2-მა ჩაწერა. "ნეტავ ასეთი სისულელე არ გამეკეთებინა". – ამბობს ობოლაშვილი ინტერვიუს ანონსში. დაკავების დროს ვენერა ობოლაშვილმა 3 ადამიანის მკვლელობა აღიარა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2010 წელს გავრცელებული განცხადების თანახმად, ობოლაშვილის პირველი მსხვერპლი მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი იური იურკინი იყო, რომელიც მატარებლიდან გადააგდო. შსს-ს ცნობით, ობოლაშვილმა მისი ბინა 4 000$-ად გაყიდა. 2008 წელს ობოლაშვილმა მოკლა მასთან ურთიერთობაში მყოფი ანატოლი კალინკა, რომლის ბინაც 50 000$-ად გაყიდა. 2009 წელს ობოლაშვილი მარტოხელა ქალის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, რომლის ბინაც 20 000$-ად გაყიდა. ობოლაშვილმა მკვლელობა აღიარა და ჩვენებაში პროცესი დეტალურად აღწერა. დაკავებისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ობოლაშვილი წლების განმავლობაში ცდილობდა მარტოხელა ადამიანების ნდობის მოპოვებას, რის შემდეგაც თაღლითური გზით იფორმებდა მათ კუთვნილ უძრავ ქონებას, ხოლო მიზნის მიღწევისას მათ კლავდა. იურისტი გიორგი გოცირიძე განმარტავს, რომ სამიდან მხოლოდ ერთი - მარია აზამასცევას მკვლელობა დაუმტკიცდა. სასამართლოზე იური იურკინის და ანატოლი კალინკას მკვლელობაზე აღიარებითი ჩვენება არ მიუცია და ის ცნობილი ვიდეოჩანაწერი დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა ცნობილი. გამოძიებაში მიცემული ინფორმაციას თუ სასამართლოში არ დაადასტურებ, გამოძიების გამოკითხვის ოქმს ბრალდებულის წინააღმდეგ ვერ გამოიყენებენ დამამძიმებელი გარემოების გარეშე ერთი ადამიანის მკვლელობა 7-დან 15 წლამდე ისჯება. ამ ფარგლებში იყო სასჯელი დანიშნული და ალბათ იმიტომაც არის დღეს თავისუფალი.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)