01:09 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-17 18:29:57, 1448 ნახვა

სამართალი
დავითულიანი სააკაშვილზე - იმედი მაქვს, თვითდაზიანებებით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას არ შეეცდება

ფაქტია და ვხედავთ, რომ ეს ადამიანი ერთ-ერთ ყველაზე კარგ კლინიკა "ვივამედში" იხდის სასჯელს და არა ციხეში. მას უნდა უმკურნალონ და როგორც პროტოკოლი და წესი მოითხოვს დააბრუნონ იქ, სადაც მან სასჯელი უნდა მოიხადოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა "TV იმედთან" საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობას გაგებით უნდა მოეკიდოს და თვითდაზიანებებით არ გაიუარესოს მდგომარეობა. ნებისმიერ შემთხვევაში მას სასჯელაღსრულების დაწესებულება მიხედავს და არ მისცემს შესაძლებლობას არავის, რომ სააკაშვილს, როგორც ერთ რიგით მსჯავრდებულ პატიმარს რაიმე დაუშავდეს.

"იმედი მაქვს, რომ ის თავის ჯანმრთელობას სერიოზულად მოეკიდება და თვითდაზიანებებით არ შეეცდება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, ნებისმიერ სიტუაციაში მას სასჯელაღსრულების დაწესებულება მიხედავს და არ მისცემს შესაძლებლობას არავის, რომ ამ ადამიანს, როგორც ერთ რიგით მსჯავრდებულ პატიმარს რაიმე დაუშავდეს, შესაბამისად შანსი აქაც ძალიან ცოტა აქვთ თუ ვინმე ამას ფიქრობს", - განაცხადა დავითულიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics