|
2022-12-23 16:15:08, 1503 ნახვა
ეკონომიკა
ხვალიდან „თიბისი“ ახალი თაობისთვის და სტარტაპერი ფაბრიკაში საშობაო ბაზრობაზე გელით
24-25 დეკემბერს „თიბისი“ ახალი თაობისთვის და „თიბისი“ სტარტაპერი ფაბრიკაში, ტრადიციულ საშობაო ბაზრობაზე გიწვევთ. შაბათ-კვირას 13:00-დან 21:00 საათამდე ფაბრიკის ეზოს დაიკავებს 44 ძალიან საინტერესო ბრენდი, მცირე ბიზნესი თუ სტარტაპი. საშობაო ბაზრობა მაქსიმალურად მრავალფეროვანი იქნება, მასში მონაწილეობისათვის ერთმანეთისგან განსხვავებული და მრავალფეროვანი ბრენდები შეირჩა სხვადასხვა ბიზნეს სექტორებიდან. ბაზრობაზე შეხვდებით როგორც საახალწლო ხელნაკეთ აქსესუარებს, სამკაულებს, ქართული წარმოების საპნებსა თუ ვინტაჟურ ტანისამოსს, ასევე, საახალწლო ნუგბარს, საოკუპაციო ხაზთან მოყვანილ ჩირეულს, მანდარინის ელექსირს, ნული ნარჩენების პირველ სივრცეს საქართველოში, სოციალური პროექტის "სისხლის უანგარო დონორების" ბრენდირებულ აქსესუარებს და კიდევ ბევრ სხვა საინტერესო სტარტაპსა თუ სოციალურ პროექტს. აქ დაგხვდებათ „თიბისის“ დახლი, სადაც სტუმრებს შეეძლებათ უფასოდ შეფუთონ საახალწლოდ შეძენილი საჩუქრები. ფაბრიკის საშობაო ბაზრობის მხარდაჭერით, „თიბისი“ სტარტაპერი მხარს უჭერს მნიშვნელოვან წამოწყებებს და დამწყებ მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას ფაბრიკაში მოსულ ფართო აუდიტორიას გაუზიაროს თავისი პროდუქტი. საშობაო ბაზრობის პარალელურად 24 და 25 დეკემბერს, 14:00, 16:00 და 18:00 საათებში, კომპანია „მოდი ვითამაშოთ“, ფაბრიკის საგამოფენო სივრცეს ბავშვებისთვის გასართობ და საახალწლო სივრცედ გადააქცევს, პროგრამაში მოსახვედრად საჭიროა წინასწარი რეგისტაცია შემდეგ ბმულზე, რათა მოხვდეთ თქვენთვის სასურველ აქტივობაზე: ● საახალწლო ვორქშოპები ● Dress Up Party ● მხიარული, გუნდური აქტივობები ● ფოტოსესია 24 და 25 დეკემბერს, 15:00 და 18:00 საათზე ფაბრიკას ეზოში მოსიარულე მუსიკალური მარში გაიმართება საახალწლო რეპერტუარით. ასევე, 24 დეკემბერს, Camora ვალდორფის სკოლის მოსწავლეებისა და მშობლების კონცერტს უმასპინძლებს.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)