|
2022-12-22 20:01:46, 1623 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით დევნის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით დევნის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 დეკემბერს, ქ. ბათუმში, ბრალდებულმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის და პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოლიტიკური საქმიანობის მიმართ ნეგატიური შეხედულების გამო, მისი დევნა განახორციელა, რა დროსაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული 20 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე და მას პატიმრობის უზრუნველყოფით გირაო - 5000 ლარის ოდენობით შეუფარდა, რასაც ბრალდების მხარე არ ეთანხმება და სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)