|
2022-12-09 15:31:44, 1329 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ კორუფციული დანაშაული გამოავლინა და თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობაზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, კორუფციული დანაშაული გამოავლინა და ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ერთ-ერთ ფერმერს შესთავაზეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბორჯომისა და ახალქალაქის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებს თითქოსდა ქვეიჯარით გადასცემდნენ და სანაცვლოდ მას 25 000 ლარი მოსთხოვეს. დაზარალებულმა ბრალდებულებს მათ მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 11 200 ლარი გადასცა. ვინაიდან, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს არ ჰქონდათ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების განკარგვისა და სარგებლობის სამართლებრივი საფუძველი, დაზარალებულმა ვერ შეძლო მათი გამოყენება და აღნიშნულის შედეგად, დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)