|
2022-12-03 13:14:41, 1175 ნახვა
სამართალი
ხაჭაპურიძე სააკაშვილზე - სისხლით და შარდით ვერ ხერხდება მძიმე მეტალების აღმოჩენა
როგორც ჩანს, გამოძიებამ გადაწყვიტა მოკლე გზის მოძიება, რომ საქმეში ჩააკრას, ფაქტობრივად, არაფრის მთქმელი დოკუმენტი, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ. მისივე თქმით,დაცვის მხარეს წარმოდგენილი აქვს მტკიცებულება,რითაც დასტურდება,რომ მის სხეულში აღმოჩენილია მძიმე მეტალები,ხოლო გამოძიებამ გადაწყვიტა ამ ყველაფრის უგულებელყოფა და დოკუმენტში ჩააკვრა არაფრის მომცემი ინფორმაციის. ხაჭაპურიძე ასევე აღნიშნავს,რომ ყველაფერი წინასწარ არის ცნობილი და შუამდგომლობას დააყენებს სასამართლოში. "სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ აღებული იქნა საექსპერიმენტო ნიმუშები, აღებული იქნა სისხლისა და შარდის ანალიზი. გაეროს პროტოკოლებით, ასევე ჯანმოს პროტოკოლების სისხლით და შარდით ვერ ხდება მძიმე მეტალების აღმოჩენა ორგანიზმში. დაცვის მხარეს წარმოდგენილი აქვს მტკიცებულება, რომ მის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალები, ამერიკელმა ექსპერტმა მერე ამაზე გასცეს სათანადო დასკვნა, ამის საწინააღმდეგო არგუმენტად, იმისთვის რომ პიარი ატყდეს და პიარ ელემენტები შეიცავს არა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, კანონის დარღვევის წესით დადგენილი საერთაშორისო სტანდარტების წესის მოთხოვნის უხეში დარღვევით, მაინც იქნა აღებული სისხლის ანალიზი. როგორც ჩანს, გამოძიებამ გადაწყვიტა მოკლე გზის მოძიება, რომ საქმეში ჩააკრას, ფაქტობრივად, არაფრის მთქმელი დოკუმენტი. ეს მტკიცებულება, რომელსაც წარმოადგენს გამოძიება, უკვე წინასწარ ვიცი რა იქნება პასუხი, არის დაუშვებელი მტკიცებულება და ჩვენ ამაზე შუამდგომლობას დავაყენებთ სასამართლოში", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)