|
2022-07-28 16:07:54, 1236 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში ახალგაზრდა უკრაინელი ქალებისთვის მეწარმეობისა და განათლების ერთწლიანი პროგრამა Safe Haven იწყება
Safe Haven საგანმანათლებლო-სამეწარმეო პროგრამაა, რომლის საშუალებითაც უკრაინელი სტუდენტი/სტარტაპერი ახალგაზრდა ქალები ერთი წლის განმავლობაში ისწავლიან საქართველოში და ახალ სამეწარმეო გამოცდილებას შეიძენს. პროგრამა ახალგაზრდა ქალებს სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობას აძლევს. უკრაინელი გოგონები სწავლას განაგრძობენ საქართველოში მოქმედ უნივერსიტეტებში, ინტეგრირდებიან საქართველოს სტარტაპ კომუნაში და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას თავიანთი ქვეყნის აღდგენასა და შემდგომ განვითარებას მოახმარენ. ინიციატივის ირგვლიც გაერთიანდა ათამდე კერძო ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია, დონორი ორგანიზაცია და საგანმანათლებლო ინსტიტუტი. პროექტის პარტნიორები არიან თიბისი, Startup Connect, USAID-ის ეკონომიკური მდგრადობის პროექტი უკრაინაში (USAID Economic Resilience Activity in Ukraine), ამერიკული სტარტაპ აქსელერატორი U.S. Market Access Center (USMAC), აჭარა ჯგუფი, გაზელ ფაინენს ჯორჯია, კავკასიის უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) და ვებსტერის უნივერსიტეტი საქართველოში. დღეს, "თიბისი კონცეპტის" სივრცეში პროექტის პარტნიორი კომპანიებისა და ინსტიტუციების წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს და საზოგადოებას ინიციატივის შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს. მხარდასაჭერად შეიქმნა თიბისის საქველმოქმედო ანგარიში, სადაც ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, დონაცია განახორციელოს და გახდეს ქველმოქმედების მონაწილე. "Safe Haven“-ის საქველმოქმედო ანგარიშის ნომრები: ლარის ანგარიშის ნომერი: GE73TB7318736080100014 მიმღები:ააიპ თიბისელები დოლარის ანგარიშის ნომერი: GE53TB7318736180100002 მიმღები: NNLE TIBISELEBI ევროს ანგარიშის ნომერი: GE53TB7318736180100002 მიმღები: NNLE TIBISELEBI
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)