|
2022-07-14 17:55:25, 1509 ნახვა
ეკონომიკა
ევროკომისია - რუსეთის ომი აფერხებს ეკონომიკურ ზრდას და იწვევს ინფლაციას
ევროპის ეკონომიკას ემუქრება ნელი ზრდის და მაღალი ინფლაციის ორმაგი დარტყმა, რადგან ის ცდილობს გაუმკლავდეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგებს,- ნათქვამია ევროკომისიის ახალ ანგარიშში. ზაფხულის პროგნოზში , ბრიუსელის მმართველმა ორგანომ განაცხადა, რომ „გაჭიანურებული ომი“ შოკისმომგვრელ ტალღებს აყენებსევროკავშირს, რაც გამოიწვევს ეკონომიკური აქტივობის შესამჩნევ შენელებას მომავალ წელს. " 19 ქვეყანაში, რომელთა ეროვბული ვალუტა ევროა ზრდა მიმდინარე წელს 2,6%-ს შეადგენდა - რაც მაისის წინა პროგნოზის 2,7%-თან შედარებით დაღმავალია. ის გაიზარდება მხოლოდ 1,4%-ით 2023 წელს,"- ვკითხულობთ ანგარიშში. ევროკავშირის 27 ქვეყნის მასშტაბით, მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის 1,5%-მდე შენელება. „როდესაც უკრაინაში რუსეთის გაჭიანურებული შემოჭრის გააზრება ხდება, გლობალური ეკონომიკისთვის მისი შედეგების შეფასება უფრო ბუნდოვანი ხდება“, - თქვა კომისიამ. „ომით გამოწვეული შოკები პირდაპირ და ირიბად ურტყამს ევროკავშირის ეკონომიკას, აყენებს მას დაბალი ზრდისა და მაღალი ინფლაციის გზაზე." „ენერგეტიკისა და სურსათის საქონლის ფასების სწრაფი ზრდა კვებავს გლობალურ ინფლაციურ ზეწოლას, ამცირებს შინამეურნეობების მსყიდველუნარიანობას და იწვევს მონეტარული პოლიტიკის უფრო სწრაფ რეაგირებას, ვიდრე ადრე ვარაუდობდნენ. გარდა ამისა, შეერთებულ შტატებში ზრდის შენელებას ემატება ჩინეთის მკაცრი ნულოვანი კოვიდ პოლიტიკის უარყოფით ეკონომიკურ გავლენას." ბევრი ევროპული ქვეყანა, მათ შორის გერმანია და იტალია, დიდად არიან დამოკიდებულნი რუსულ გაზზე და ენერგიის დაბალმა ფასებმა მაისის შემდეგ გააძლიერა ზეწოლა ამ ქვეყნებში არსებულ საყოფაცხოვრებო ხარჯებზე" აღმასრულებელი ორგანოს თქმით, ევროკავშირისა და ევროზონის ეკონომიკის პერსპექტივა დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდა ომი უკრაინაში.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)