13:03 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-20 13:54:57, 3031 ნახვა

სპორტი
ქალთა ცურვაში ასპარეზობის უფლებით ტრანსგენდერებს არ დაუშვებენ

ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ (FINA) ქალთა შეჯიბრებებში ტრანსგენდერი სპორტსმენების მონაწილეობის წესები გაამკაცრა. შეჯიბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ისინი, ვინც სქესობრივი მომწიფების დადგომამდე გააკეთეს გადასვლა - არაუგვიანეს 12 წლისა. ინიციატივას მხარი დელეგატების 70%-ზე მეტმა დაუჭირა. აკრძალვა ორშაბათიდან ამოქმედდა.

სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებულ სახელმძღვანელოში განმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, „სპორტსმენს აქვს უპირატესობა“ მეტოქეებთან შედარებით, რაც თავისთავად უსამართლოა ამ უკანასკნელის მიმართ.

ასევე, „ინკლუზიურობის პოლიტიკის“ ფარგლებში გადაწყდა მაღალი დონის კონკურსების ცალკე „ღია კატეგორიის“ შექმნა, რომელშიც მონაწილეობა ყველას შეეძლება.

არაერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია ეწინააღმდეგებოდა FINA-ს ახალ რეგულაციას და მის დებულებებს "დისკრიმინაციული" უწოდეს, რადგან, მათი თქმით, ქვეყნების უმეტესობაში 12 წლამდე ტრანსგენდერული გადასვლა პრაქტიკულად შეუძლებელია.

სკანდალის მიზეზი გახდა მიმდინარე წლის მარტში ატლანტაში მიმდინარე NCAA-ის ქალების ცურვისა და ყვინთვის ჩემპიონატი. იქ მონაწილე ტრანსგენდერმა ათლეტმა ლია თომასმა ქალებში 500 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში პირველი ადგილი მოიპოვა, რითაც მან ახალი რეკორდი დაამყარა. ტრანსგენდერმა ათლეტმა მანძილი 4:33.82 დროში დაფარა და ცურვაში ოლიმპიური ჩემპიონის ბრუკ ფორდის რეკორდი მოხსნა, რომელიც სულ რაღაც 5 წუთით ჩამორჩა თავის მეტოქეს და მეორე ადგილზე გავიდა. ფორდმა აღნიშნული 500-მეტრიანი მანძილი 4:38.19 დროში დაფარა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 2024 წლის 1%-დან 2025 წელს 3.9%-მდე გაიზარდა, ხოლო 2026 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით 5.9%-ს მიაღწია
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics