|
2022-04-29 12:08:05, 1332 ნახვა
სამხედრო
რეკრუტებს სამხედრო ფიცის დადება თავდაცვის მინისტრმა მიულოცა
ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში რეკრუტთა საწვრთნელი პირველი ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა სამხედრო ფიცი დადეს. რეკრუტებს კურსის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიულოცა და საქართველოს წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა. „გილოცავთ რეკრუტებს, რომლებმაც დღეს ფიცი დადეთ და თავდაცვის ძალების დიდ ოჯახს შემოუერთდით. გისურვებთ წარმატებით გაგეგრძელებინოთ ჩვენი წინაპრებისა და ჩვენი ჯარის მხედრული ტრადიციები. ეს ცენტრი არის პირველი ნაბიჯი, სადაც რეკრუტები ეცნობით სამხედრო საქმეს, თავდაცვის ძალების ღირებულებებს, დისციპლინას და ფიცის დადებით ხდებით ჩვენი სამშობლოს ჯარისკაცები. ზაზა ფერაძე, რომელიც თანამებრძოლისთვის თავგანწირვის მაგალითია, სიმბოლურად გამოხატავს ცენტრის ღირებულებებს“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ. რეკრუტებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ფიცის დადების მნიშვნელოვანი დღე მიულოცა. ამის შესქახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადება უფროსი სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ცენტრში ათი კვირის განმავლობაში გაიარეს. მათ ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და საერთო საჯარისო წესდებები შეისწავლეს. დღეიდან ისინი სამხედრო სამსახურს საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გაივლიან. ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეები დაჯილდოვდნენ უწყებრივი მედლებით - „სამშობლოსთვის თავდადებული“ და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“, ნაწილს კი, სამსახურებრივი მოვალეობის მაღალხარისხოვნად შესრულებისათვის საპატიო სიგელები გადაეცათ. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. დღესვე, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში რეკრუტების ოჯახის წევრებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. ისინი რეკრუტების საცხოვრებელ პირობებს და ბაზის ინფრასტრუქტურას გაეცნენ. სტუმრებმა სამხედრო შეიარაღება და აღჭურვილობაც დაათვალიერეს.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)