18:10 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-26 11:00:17, 1038 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი“ დედამიწის დღეს ენერგოეფექტურობის ინიციატივით უერთდება

„თიბისი“ დედამიწის დღეს ენერგოეფექტურობის ინიციატივით უერთდება. კომპანიის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 21 აპრილიდან, თიბისის ფილიალებში, არასამუშაო საათებში, განათება შემცირდება. შედეგად, კომპანია დაზოგავს რესურსებს, რაც  დადებით გავლენას მოახდენს გარემოზე. 

მთელი საქართველოს მასშტაბით, „თიბისის“ 134 ფილიალში, არასამუშაო საათებში, განათების ოპტიმიზაციით, კომპანია 120 000 კვტ.ს ელექტროენერგიას დაზოგავს. შედეგად, თიბისი წლიურად გამოფრქვევებს 23 400 კგ. ნახშირორჟანგის (CO2) ეკვივალენტით შეამცირებს.  აღნიშნული რაოდენობა იმ გამონაბოლქვის რაოდენობის ტოლფასია, რომელსაც დიზელის ძრავზე მომუშავე ერთი ავტომობილი 140 400 კმ-ის გავლის შედეგად გამოაფრქვევს.

დედამიწის დღე, მსოფლიოში, 1970 წლიდან, ყოველწლიურად აღინიშნება და მას 174 ქვეყანაში, 17 000-ზე მეტი ორგანიზაცია უერთდება. პლანეტის დაცვისთვის განხორციელებულ აქტივობებში მილიარდზე მეტი ადამიანია ჩართული. 

დედამიწის დღე გარემოზე ზრუნვასა და მის დაცვასთან დაკავშირებულ ქმედებებს ეძღვნება,  რომლებიც ჯანმრთელი, უსაფრთხო, ეკოლოგიური გარემოს შექმნასა და შენარჩუნებას ისახავს მიზნად. მსოფლიოში ეს დღე სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებით აღინიშნება, როგორიცაა: ცნობიერების ამაღლება, ნარჩენების დასუფთავება, სხვადასხვა რესურსის მოხმარების შემცირება და სხვა.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics