|
2015-02-04 16:52:24, 850 ნახვა
პოლიტიკა
ჰერბერტ ზალბერი: აფხაზეთში ევროკავშირის ოფისის გახსნის საკითხი არ დგას
„არც მეტი, არც ნაკლები ამ ეტაპზე აფხაზეთში ევროკავშირის ოფისის გახსნის საკითხი არ დგას“,-ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ჰერბერტ ზალბერმა სოხუმში ევროკავშირის ოფისის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით, „მოამბესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრისას განაცხადა. ზალბერის თქმით, ევროკავშირი არასოდეს გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რასაც ქართული მხარე არ ეთანხმება. „ევროკავშირის წარმომადგელობის საკითხი ძალიან ზოგადი ფორმით დაისვა. ამ მიმართულებით არაფერი კონკრეტული არ განხილულა. არის იდეა, რომ გაკეთდეს უფრო მეტი ჩართულობის ფარგლებში იმ გზებით, რომლებიც მე უკვე განვმარტე, რათა არსებობდეს მეტი შესაძლებლობა ევროკავშირისთვის პროცესებში მეტი ჩართულობის განსახორციელებლად. არც მეტი არც ნაკლები ამ ეტაპზე ევროკავშირის ოფისის გახსნის საკითხი არ დგას. ჩვენ არასოდეს გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს და არ გავაკეთებს არაფერს ისეთს, რომ ქართული მხარე არ ეთანხმება“,-განაცხადა ზალბერმა. ამასთან, როგორც ზალბერმა აღნიშნა, აფხაზეთში მის ყველა შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ პოლიტიკას, რომელზეც დგას და ინარჩუნებს ევროკავშირი. „ეს არის პირველ რიგში არაღიარების და ამავე დროს ჩართულობის პოლიტიკა. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი ხელს შეუწყობს მცირემასშტაბიანი პროექტების განხორციელებას აფხაზეთში, რომლის მიზანია მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება, რამაც ჩვენი აზრით, ხელი უნდა შეუწყოს კონფლიქტის მძიმე შედეგების შემცირებას. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. არც მეტი, არც ნაკლები მე აფხაზეთში ხაზგასმით ავღნიშნე, რომ ევროკავშირის პოლიტიკაში არაფერი შეიცვლება, როდესაც საქმე ეხება არაღიარების საკითხს“,-განაცხადა ჰერბერტ ზალბერმა.
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 2024 წლის 1%-დან 2025 წელს 3.9%-მდე გაიზარდა, ხოლო 2026 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით 5.9%-ს მიაღწია
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)