|
2022-04-16 21:37:45, 1466 ნახვა
სამხედრო
ზელენსკი - მარიუპოლში ჩვენი სამხედროების განადგურება ყველა მოლაპარაკებას დაასრულებს
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, ორ დოკუმენტს შეიცავდეს, რომელთაგან ერთი უსაფრთხოების გარანტიებს შეეხება, ხოლო მეორე, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებს. '„რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება შეიძლება, შედგებოდეს ორი განსხვავებული დოკუმენტისგან. ერთი მათგანი უნდა ეხებოდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, მეორე კი უშუალოდ ურთიერთობას რუსეთის ფედერაციასთან. მე ვთვლი, რომ ეს შეიძლება იყოს ორი განსხვავებული დოკუმენტი. უსაფრთხოების გარანტიები მათგან, ვინც მზად არის ამ უსაფრთხოების გარანტიებისთვის და ცალკე დოკუმენტი – რუსეთთან. მოსკოვს სურს, ჰქონდეს ერთი ხელშეკრულება, რომელიც შეიცავს ყველა საკითხის გადაწყვეტას. თუმცა, ყველა ვერ ხედავს საკუთარ თავს რუსეთთან ერთად ერთ მაგიდაზე. მათთვის ერთი საკითხია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, მეორე საკითხი კი, რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმებები. " - განაცხადა ზელენსკიმ. პრეზიდენტის განცხადებით, მოლაპარაკებებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ქალაქ მარიუპოლში მიმდინარე ბრძოლას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)