|
2022-04-12 23:52:06, 2006 ნახვა
სხვადასხვა
უკრაინაში პუტინის ნათლიად წოდებული ვიქტორ მედვეჩუკი დააკავეს
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეგრამის არხზე სამშაბათს საღამოს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეგრამის არხზე გამოჩნდა უმაღლეს რადას დეპუტატისა და "პუტინის ნათლია" ვიქტორ მედვედჩუკის ფოტო. "სპეციალური ოპერაცია ჩატარდა SBU-ის წყალობით. კარგია! დეტალები მოგვიანებით", - ნათქვამია წერილში, სადაც მედვედჩუკი იჯდა სამხედრო ფორმაში ხელბორკილებით. 18 მარტს უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ განაცხადა, რომ უკრაინის სასამართლომ დაუშვა მედვედჩუკის დაკავება. თებერვლის ბოლოს მედვედჩუკის ადვოკატმა ლარისა ჩერედნიჩენკომ განაცხადა, რომ მან დატოვა სახლი კიევში, მაგრამ დარჩა ქალაქში. მას შინაპატიმრობა 10 მარტს ამოეწურა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვერ იტყვის რამდენად შეესაბამება ეს ფოტო ნამდვილს. ”მე ვნახე მედვედჩუკის ფოტო. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, ვერ ვიტყვი. არასწორი იქნებოდა რაიმეს თქმა ყოველგვარი დადასტურების გარეშე“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს. მედვედჩუკი სადღეღამისო შინაპატიმრობაში იმყოფებოდა სახელმწიფოს ღალატისა და ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით, მაგრამ მოგვიანებით მას სასჯელის ზომა შეუცვალეს. 26 თებერვალს გენერალურმა პროკურატურამ ნაციონალურ პოლიციას დაავალა, შეემოწმებინა, იყო თუ არა მედვედჩუკი მისამართზე, სადაც ის შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. მაგრამ მედვედჩუკი ადგილზე არ აღმოჩნდა. ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა, არის უკრაინელი პოლიტიკოსი, რომელსაც მჭიდრო პირადი ურთიერთობები აკავშირებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)