|
2022-04-02 11:16:18, 1357 ნახვა
სამხედრო
რუსმა ოკუპანტებმა ღამით დნეპრი და პოლტავა დაბომბეს
პოლტავას ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლუნინმა გაავრცელა ინფორმაცია, პოლტავასა და რეგიონის მეორე ქალაქ კრემენჩუგზე სარაკეტო თავდასხმებზე. გარდა ამისა, რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს დნეპრი. პოლტავას ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ლუნინმა დილის ტელევიზიით განაცხადა, რომ თავდასხმა ორ „ინფრასტრუქტურულ ობიექტზე“ პოლტავაში განხორციელდა დაახლოებით დილის 2:00 საათზე სულ მცირე ოთხი რაკეტით. დილით, ლუნინის თქმით, წინასწარი მონაცემებით, სამი რუსული თვითმფრინავი თავს დაესხა კრემენჩუგის სამრეწველო საწარმოებს. დარტყმის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელიც ამ დროისთვის ლოკალიზებულია. მსხვერპლთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია დაუდგენელი რჩება. ამ ღამით დნეპერზე სარაკეტო შეტევაც განხორციელდა, ამის შესახებ შაბათს დილით დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა. რეზნიჩენკოს თქმით, დნეპერში რაკეტები მოხვდა გარკვეულ „ინფრასტრუქტურულ ობიექტს“, დაშავდა ორი ადამიანი. გარდა ამისა, როგორც ადმინისტრაციის უფროსი წერს, დარტყმა მიაყენეს კრივოი როგს და ის ბენზინგასამართ სადგურს მოხვდა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. რეზნიჩენკო ასევე აცხადებს, რომ უკრაინელმა საზენიტო მსროლელებმა ღამით ჩამოაგდეს ოთხი საკრუიზო რაკეტა და ერთი მტრის დრონი.
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)