11:34 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-14 16:00:13, 1072 ნახვა

რეგიონი
კასპში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

კასპის  მუნიციპალიტეტში  „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადგილობრივ მოსახლეობასთან  შეხვედრები გრძელდება. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამჯერად დასახლებების საერთო კრებები ლამისყანის, ოკამის, აღაიანისა და წინარეხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გაიმართა.

მოსახლეობასთან შეხვედრებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

საერთო კრებებზე მოსახლეობამ სოფლისთვის ის  პრიორიტეტები განსაზღვრა, რაც "სოფლის მხარდაჭერის  პროგრამის“ დაფინანსების ფარგლებშია შესაძლებელი. ადგილობრივებმა პრიორიტეტად  ძირითადად შიდა საუბნო  გზების მოხრეშვა, სანიაღვრე არხების  წმენდის, გარე განათების, სპორტული ინფრასტრუქტურის და ბავშვთა გასართობი სივრცეების მოწყობა დაასახელეს.

გასულ 2021 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მუნიციპალიტეტში 99 პროექტი განხორციელდა. 2022 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კასპის მუნიციპალიტეტში 950 000 ლარი დაიხარჯება. 
პრიორიტეტების გამოსავლენად, ადგილობრივ მოსახლეობასთან  შეხვედრები 17 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ყველა სოფელში გაიმართება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
ინვესტიციები თუ ანაბარი - როგორ დავაბანდოთ დანაზოგი ჭკვიანურად?
ქართულ ბანკებში 70.03 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული
ისრაელის არმია ადასტურებს მოჰამედ ოდეჰის მკვლელობას: ის იყო ერთ-ერთი ბოლო ჰამასის მეთაური, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics