|
2022-03-11 11:36:08, 618 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგია - ჩვენი ამოცანაა, ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან კოორდინაციით განვსაზღვროთ მიმართულებები, რომლებშიც სახელმწიფოს მხარდაჭერა დარგს განსაკუთრებით სჭირდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს შეხვდა და დღეისათვის, დარგში არსებული გამოწვევები და საჭიროებები განიხილა. „ჩვენი ამოცანაა, რეგიონში დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან კოორდინაციით განვსაზღვროთ ის მიმართულებები, რომლებშიც სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა დარგს განსაკუთრებით სჭირდება. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით და უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტული შედეგები უკვე გვაქვს. სახელმწიფოს აქვს თავისი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს დარგის განვითარებას და ქართული პროდუქციის საექსპორტო არეალის გაფართოებას, თუმცა ამ მიმართულებით კერძო სექტორის, მეწარმეების აქტიური ჩართულობა და როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. როგორც მინისტრმა შეხვედრაზე განაცხადა, დღეს არსებული გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანია ერთობლივად, სახელმწიფოსა და ბიზნესსექტორის კოორდინირებული მუშაობით მოხდეს ღვინის ინდუსტრიაში ჩართული ყველა რგოლის, მხარის ინტერესის დაცვა და გაკეთდეს მაქსიმუმი, რათა დარგი კვლავ მყარად იდგეს ფეხზე. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომავალი კვირიდან, მუშაობა გაგრძელდება სამუშაო ჯგუფების ფორმატში, სადაც განხილული იქნება როგორც დარგში დღეს არსებული გამოწვევების დაძლევის გზები, ასევე საექსპორტო ბაზრის გაფართოების ხელშეწყობის კონკრეტული წინადადებები, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის ფორმები, მიმართულებები და სამომავლო გეგმები.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)