|
2022-02-21 10:15:07, 764 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო „კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკის ინტეგრირებული ეროვნული გეგმის” შემუშავება - განხილვას წარმატებით ახორციელებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად და ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით, „კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკის ინტეგრირებული ეროვნული გეგმის" შემუშავება - განხილვას საქართველოში არსებული საჯარო და საზოგადოებრივი სექტორთან თანამშრომლობით წარმატებით ახორციელებს. გეგმის შემუშავება ევროკავშირის ენერგოდირექტივების საფუძველზე მიმდინარეობს. ამდენად, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება ჩართულია ამ სტრატეგიული დოკუმენტის განხილვის მთელ პროცესში, რათა ქვეყანამ წარმატებით განახორციელოს საკუთარი ენერგეტიკული სისტემის ევროპულთან ჰარმონიზაცია და ადგილობრივი ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირება, რაც ხელს შეუწყობს კონკურენციის განვითარებასა და ახალი ინვესტიციების მოზიდვას, ასევე მიმართული იქნება გარე ენერგეტიკულ ბაზრებზე დამოკიდებულების შემცირებისა და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდისკენ. ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად შემუშავდა ათი შეხვედრის თემატიკა. ესენია: 1. ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების ინტეგრირებული გეგმის მიმოხილვა; დოკუმენტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი შემუშავების პროცესში ჩართულია რამდენიმე ათეული სპეციალისტი, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოში მოქმედ ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ორგანიზაციას გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით, აგრეთვე ყველა დაინტერესებულ საზოგადოებრივ ჯგუფებს. აღნიშნული პროცესი თავიდანვე მოიცავდა 10 შეხვედრის გამართვას, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნებოდა სტრატეგიული დოკუმენტის ყოველი მიმართულება, მათ შორის, წყალსაცავიან ჰიდროელექტროსადგურებთან დაკავშირებული საკითხებიც. ორგანიზატორების მიერ განხილვის პროცესში თავიდანვე მოწვეული იყო საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელიც „რიონის ხეობის მცველების" სახელითაა ცნობილი. ისინი მხოლოდ რამდენიმე შეხვედრას დაესწრნენ და შემდეგ უარი თქვეს სტრატეგიული დოკუმენტით განსაზღვრული, მეტად აქტუალურ საკითხების განხილვაში მონაწილეობაზე. აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფმა ასევე ცალმხრივად უარი თქვა მონაწილეობაზე მედიაციის პროცესში „ნამახვანი ჰესთან" დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობდა და მასში ჩართული ყველა დაინტერესებული მხარე იყო წარმოდგენილი. „კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკის ინტეგრირებული ეროვნული გეგმის" საჯარო განხილვა საქართველოში პირველად ხორციელდება და ყველა დაინტერესებულ სპეციალისტს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს უშუალო მონაწილეობა ქვეყნის ენერგეტიკული განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებაში. ვფიქრობთ, აღნიშნული განხილვა არის საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის კარგი მაგალითი.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)