|
2022-02-18 11:29:27, 1007 ნახვა
ეკონომიკა
ექიმთან ონლაინ კონსულტაცია REDMED-ით უფრო მარტივია
REDMED ინოვაციური სამედიცინო პლათფორმაა, რომელიც პროფესიონალ ექიმებთან ვიდეო ან აუდიო კონსულტაციის გავლის საშუალებას გაძლევთ. დისტანციური სამედიცინო მომსახურება მსოფლიოში პოპულარული სერვისია. REDMED-ის პლათფორმის საშუალებით შესაძლებელია 20-ზე მეტი პროფილის პროფესიონალ ექიმებთან კონსულტაციის გავლა, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან. საქართველოში და საზღვარგარეთ მოღვაწე, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით ზუსტ რეკომენდაციებს მიიღებთ და სწორი მკურნალობის დაწყებას დროულად შეძლებთ. ონლაინ კონსულტაციების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ REDMED-ს. რა უპირატესობა აქვს ონლაინ კონსულტაციას? დღესდღეობით, პანდემიურ გარემოში, ციფრულ სისტემებზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში იზრდება. მომხმარებელთა მთავარ მოთხოვნას ჯანდაცვის სერვისების მოქნილობა და ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. თქვენთვის მოსახერხებელ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, პროფესიონალი ექიმების კონსულტაცია, ხელმისაწვდომ ფასად, შეგიძლიათ მიიღოთ. აღნიშნული მომსახურება სწრაფი და კომფორტულია. სერვისი მაქსიმალურად ამცირებს კლინიკის რიგებში ლოდინით დახარჯულ დროს და ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარების საშუალებას გაძლევთ მანამ, სანამ პრობლემა გართულდება. მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა პლათფორმა, რომელიც როგორც საქართველოში მყოფ პირებს, ასევე ემიგრანტებს პროფესიონალ ექიმებთან კონსულტაციის საშუალებას აძლევს. ონლაინ კონსულტაციის დახმარებით თქვენ ზოგავთ დროს, თავს არიდებთ საცობებს და გაუთვალისწინებელ პრობლემებს ნაკლებად აწყდებით. რა უნდა გაითვალისწინოთ ექიმთან ონლაინ კონსულტაციაზე? ონლაინ კონსულტაციის გავლამდე პაციენტმა პლათფორმაზე უნდა აირჩიოს სასურველი მიმართულება, მაგალითად დერმატოლოგია, პედიატრია, ნევროლოგია, გინეკოლოგია, ფსიქოლოგია, ოფთალმოლოგია ა.შ. შესაბამისი სპეციალობის ექიმი, მომსახურების ტიპი (აუდიო ან ვიდეო კონსულტაცია) და ადგილი. ონლაინ კონსულტაციამდე უმჯობესია მოამზადოთ: ● ჩივილების ჩამონათვალი; ● ადრე გადატანილი დაავადებების შესახებ ინფორმაცია; ● ჩატარებული მკურნალობის შესახებ ინფორმაცია; ● მიუთითოთ დაზღვევა და სასურველი პროვაიდერი კლინიკა; REDMED-ის ონლაინ კონსულტაციის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სასურველი სპეციალისტის არჩევის შესაძლებლობაა. პლათფორმაზე წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, პროფესიონალ ექიმს მისი სამუშაო გამოცდილების, განათლების, მიღებული კვალიფიკაციისა და სხვა პაციენტების შეფასებების მიხედვით ირჩევთ. დაზღვევისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება ონლაინ პორტალზე, გამარტივებული პროცესით, ხდება. მაღალპროფესიონალ ექიმებთან დისტანციური სამედიცინო კონსულტაცია, კონფიდენციალური, მოსახერხებელი, შეუფერხებელი და ხარისხიანი მომსახურებაა. REDMED-ის პლათფორმაზე პაციენტი არსებულ შეკითხვებზე დროულ პასუხებს იღებს და მკურნალობას სწორი რეკომენდაციებით იწყებს, რაც კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. REDMED-ის პლათფორმა ჯანმრთელობაზე ზრუნვას მოქნილ და კომფორტულ პროცესად აქცევს.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)