|
2022-02-10 11:50:51, 968 ნახვა
რეგიონი
აჭარის სოფლებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და საინფორმაციო შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, დღეს მორიგი შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სალიბაურის პირველადი ჯანდაცვის ცენტრში გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩატარდა COVD 19-ის ვაქცინაცია და მოქალაქეები აიცრნენ როგორც პირველი, ისე ბუსტერ დოზით. „ქვეყანაში კორონავირუსის დაფიქსირების დღიდან ჩართული ვართ მოსახლეობასთან კომუნიკაციის პროცესში. პაციენტებს ვუწევთ ონლაინ კონსულტაციას, საჭიროების შემთხვევაში გავდივართ ბინაზე. ამბულატორიაში ყოველ სამუშაო დღეს ვატარებთ COVD 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ხოლო მწოლიარე პაციენტებს ვცრით ბინაზე. განსაკუთრებით მომართვიანობა გაიზარდა, რაც სახელმწიფომ 50 წელს ზემოთ მოქალაქეებისათვის ფულადი წახალისება დააწესა“, - აღნიშნა სალიბაურის პირველად ჯანდაცვის ცენტის სოფლის ექიმმა, ზურაბ ვაშაყმაძემ. სალიბაურის პირველად ჯანდაცვის ცენტრში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძე და აჭარის ა.რ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელვაჩაურის განყოფილების ხელმძღვანელი, ნატო ნაკაშიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან, მირიან კვირიკიძესთან ერთად გაეცნენ. „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება აჭარის ყველა სოფლის ამბულატორიაში, რეგიონში დაცულია ტერიტორიული ხელმისაწვდომობის პრინციპი. მოსახლეობას სახლთან ახლოს შეუძლია ჩაიტაროს აცრა და დაიცვას როგორც საკუთარი, ისე გარშემომყოფთა ჯანმრთელობა. აჭარაში სოფლად ვაქცინაცია გასული წლის ოქტომბრის თვეში დაიწყო. დღემდე ამბულატორიებში ჩატარებულია 15 415 დოზა ვაქცინა“, - აღნიშნა აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, მარი ზანაქიძემ.სახელმწიფოს მიერ დაწესებული წამახალისებელი პროგრამა გრძელდება თებერვლის თვის განმავლობაში. 50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეები პირველი დოზით ვაქცინაციის შემთხვევაში მიიღებენ 200 ლარს, ხოლო ბუსტერ დოზის ჩატარების შემთხვევაში 100 ლარს. ამ დროისათვის აჭარაში ვაქცინირებულია სამიზნე მოსახლეობის 88,8%. ჯამში ჩატარებულია 321 262 დოზა ვაქცინა. ბუსტერ დოზა ჩატარებული აქვს 14 216 მოქალაქეს.
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)