15:16 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-21 14:49:18, 1479 ნახვა

რეგიონი
გურჯაანის საბავშვო ბაღებში მხოლოდ ორჯერადად აცრილი ოჯახების ბავშვები მივლენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით,  გურჯაანის საბავშვო ბაღებში მხოლოდ ორჯერადად აცრილი ოჯახების ბავშვები მივლენ.

მერმა გადაწყვეტილება საბავშვო ბაღების წარმომადგენლებს ცოტა ხნის წინ გააცნო.

ზურა უტიაშვილის განმარტებით, აღნიშნული რეგულაცია ბაღებში, ინფიცირებისა და მძიმე შემთხვევების რისკს შეამცირებს.

"ჩვენ ვალდებულები ვართ, პროცესი ვმართოთ ისე, რომ ადამიანებს ნაკლები საფრთხეები შევუქმნათ. ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება მხოლოდ ორჯერადად აცრილი ოჯახების ბავშვებისათვის განვაახლოთ სააღმზრდელო პროცესი. თუ ბავშვს ოჯახში ერთი აუცრელი წევრი მაინც ეყოლება, მას ამ ეტაპზე სააღმზრდელო პროცესში ვერ ჩავრთავთ. გარდა ამისა, ჰოსპიტალური სექტორს ამ გზით დატვირთვას ავიცილებთ. გვქონდა კომუნიკაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილებაც"- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ზურა უტიაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics