01:10 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-21 10:53:01, 967 ნახვა

ეკონომიკა
„თეგეტა მოტორსში“ საახალწლო ფასდაკლებებია

ზამთრის სუსხი და ნალექი ახალი წლის მოახლოებას კიდევ უფრო ჯადოსნურს ხდის. თუმცა, ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ავტომობილზე.

წინასაახალწლოდ „თეგეტა მოტორსის“ ნებისმიერ ფილიალში მომხმარებელს სპეციალური შეთავაზებები დახვდება იმ პროდუქტებზე, რომლებიც ზამთარში, ავტომობილის გასამართად და უსაფრთხოდ მგზავრობისთვის არის მნიშვნელოვანი.

დაბალი ტემპერატურისა და ნალექის დროს საბურავები ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. თეგეტა მოტორსში ზამთრის 4 საბურავის შეძენა 3-ის ფასად არის შესაძლებელი.

გარემო პირობები მოქმედებს აკუმულატორზეც და მისი შემოწმება ზამთარში აუცილებელია. 25%-იანი ფასდაკლება ვრცელდება Varta, Fiamm და Exide -ის ბრენდების აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე.

ზამთრის სიცივეში ავტომობილის ძრავის გაგრილების სისტემა რომ არ გაიყინოს და დაზიანდეს  აუცილებელია ანტიფრიზის შემოწმებაც. თეგეტა მოტორსში Driver-ის ანტიფრიზებზე 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

25%-იანი ფასდაკლებით არის შესაძლებელი პრემიუმ ბრენდების Motul-ის, Shell-ის და Mobil-ის ზეთებისა და Hengst-ის, Bosch-ის და Mann-ის ფილტრების შეძენა.

25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს სათადარიგო ნაწილებზე, მათ შორის, Toyota -ს ორიგინალ ნაწილებზე, Denso-ს, Bosch-ის ბრენდის ნაწილების სრულ ასორტიმენტზე, თერმოსტატებსა და წყლის ტუმბოებზე.

წინასაახალწლო პერიოდში, კიდევ უფრო მაღალი ფასდაკლებით სარგებლობა თეგეტას ონლაინ მაღაზიაშია შესაძლებელი. წინასაახალწლო პერიოდში რიგებს რომ თავი აარიდოთ, დაჯავშნეთ სერვისი ონლაინ.

შეხვდით ახალ წელს გამართული ავტომობილით, იზრუნეთ მასზე თეგეტა მოტორსთან ერთად და არ გამოგრჩეთ საახალწლო ფასდაკლებები.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics