02:53 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-01 09:32:54, 4348 ნახვა

ომი უკრაინაში
ჯანმო კორონავირუსის „ომოკრონ“ შტამის გავრცელების გამო მოგზაურებს ახალი რეკომენდაციებით მიმართავს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგზაურებისთვის, რომლებიც საახალწლო პერიოდში საზღვარგარეთ გამგზავრებას გეგმავენ, ახალი რეკომენდაციებით მიმართავს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პირებს, რომლებიც არ არიან სრულად ვაქცინირებულნი, ასევე აქვთ მძიმე თანმხლები დაავადებები, მათ შორის, არიან 60–წელზე უფროსი ასაკის ადამიანები, მიმართავს რეკომენდაციით, გადადონ მოგზაურობა.

„პირებს, რომლებიც თავს კარგად არ გრძნობენ, არ არიან სრულად ვაქცინირებული ან კორონავირუსი არ გადაუტანიათ, მძიმე ფორმის განვითარებისა და სიკვდილის რისკის ქვეშ არიან, მათ შორის 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს, უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, რომ გადადონ მოგზაურობა ისეთ ადგილებში, სადაც ვირუსის გავრცელება მასობრივად ხდება“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.

ამასთანავე, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსოფლიო მასშტაბით, ბევრ ქვეყანაში მოსალოდნელია კორონავირუსის ახალი, სამხრეთ აფრიკული „ომიკრონ“ შტამით დაინფიცირება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics