03:05 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-19 11:30:17, 1075 ნახვა

ეკონომიკა
საქსტატი - იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობა 24.0 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 981.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 72.7
პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით
25.9 პროცენტით გაიზარდა და 2 166.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.0 პროცენტი შეადგინა.

ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი -  220.8 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი - 388.7 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი - 453.8 მლნ. აშშ დოლარით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics