|
2021-10-01 12:27:45, 1602 ნახვა
რეგიონი
კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია აჭარის სოფლებსა და თემებში ხელმისაწვდომია
კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია აჭარის სოფლებსა და თემებში ხელმისაწვდომია შუახევის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი გაეცნო. ,,შუბანის პირველადი ჯანდაცვის უბანზე, გავეცანი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს. მიუხედავად ცუდი ამინდისა, მაღალია მოქალაქეთა მომართვიანობა, ინტერესს იჩენს მოსახლეობა აცრების მიმართ, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ და ეს აქტივობები კვლავ გაგრძელდება ფართო მასშტაბით“ - აღნიშნა რუსუდან შავიშვილმა. მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ადგილზე აიცრან მათთვის სასურველი ვაქცინით: ფაიზერით, სინოვაკით ან სინოფარმით. რუსუდან შავიშვილმა ასევე, ოლადაურის საექიმო ამბულატორიას სავაქცინე მაცივარი გადასცა, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ იქნა გამოყოფილი. ამ დროისთვის აჭარაში სულ, 208 485 ვაქცინაა ადმინისტრირებული.
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)