19:03 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-23 18:21:31, 1469 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - პროექტები „განახლებული რეგიონების" პროგრამით აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონები" ფარგლებში,  აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

ხულოში დაწყებულია მემედ აბაშიძის ქუჩის რეაბილიტაცია, ქედაში კი მიმდინარეობს დაბის ცენტრალური ნაწილის რეკონსტრუქცია. სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე გაეცნენ.

„პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს დაბების რეაბილიტაცია და ეს მართლაც შთამბეჭდავი პროექტებია. მათი დასრულების შემდეგ დაბები იქნება კეთილმოწყობილი და ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს გაუჩენს ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის,"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს აჭარაში მიმდინარე პროექტების შემჭირდოვებულ ვადებში  განხორციელებისთვის.  

4-წლიანი პროგრამა, რომელიც  საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტების და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

სამშენებლო სამუშაოები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics