|
2021-09-21 17:58:21, 1261 ნახვა
რეგიონი
აჭარის 26 სოფელში სერვისის გასაუმჯობესებელი ტრენინგები მიმდინარეობს
სერვისის სტანდარტებისა და კოვიდრეგულაციების შესახებ აჭარის 26 სოფელში ტრენინგები დაიწყო. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, თაგოში, ღორჯომში, უჩხოში, დანისპარაულსა და ბეღლეთში სერვისის გასაუმჯობესებელი ტრენინგები საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების მეპატრონეებს უტარდებათ. "აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით თეორიულ-პრაქტიკული სწავლებისას სექტორის წარმომადგენლები პანდემიის პირობებში ტურისტების უსაფრთხოდ მიღების, არსებული სერვისების გაუმჯობესების, დალაგება-დასუფთავების სტანდარტებს, ასევე კვების ობიექტების მართვას, მენიუების შედგენა-გამოყენებას, სტუმრის მიღება-განთავსებისა და დაჯავშნის პროცედურებს სწავლობენ. ხულოს მუნიციპალიტეტის შემდეგ ტრენინგები შუახევში, ქობულეთში, ქედასა და ხელვაჩაურში ჩატარდება. ჯამში, სოფლად არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების 250-ზე მეტი წარმომადგენელი გაეცნობა სერვისის საერთაშორისო სტანდარტებს. რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით დეპარტამენტი ასევე ამზადებს სასწავლო ვიდეო-გაკვეთილებს, რომელიც სერვისის ახალ ონლაინგვერდზე serviceajara.ge აიტვირთება. აღნიშნულ გვერდზეა განთავსებული რეგიონში მიმდინარე ტრენინგების გრაფიკი და სასწავლო მასალებიც", – ვკითხულობთ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)