|
2021-09-14 15:27:09, 1131 ნახვა
რეგიონი
შუახევში, ღია სივრცე საზოგადოებისთვის ,,ქალთა ოთახის“ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ მონაწილეებთან ხელშეკრულებები გაფორმდა
შუახევში, ღია სივრცე საზოგადოებისთვის ,,ქალთა ოთახის“ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ მონაწილეებთან ხელშეკრულებები გაფორმდა ხელშეკრულებას ხელი მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუსუდან შავაძემ და გამარჯვებულმა კონკურსანტებმა მოაწერეს. პროექტი წელს მეორედ ხორციელდება და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 500 ლარით დაფინანსდა. პროექტში გამარჯვებულმა მონაწილეებმა კონკურსის ოთხი ეტაპი გაიარეს. წარმოდგენილ პროექტებს შესაბამისი კომისია სწავლობდა, რომელიც, როგორც ადგილობრივი წარმომადგენლებისგან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან იყო დაკომპლექტებული. პროექტში გამარჯვებული თამუნა ქარცივაძე ლაზერული ჭრის და გრავირების დანადგარს შეიძენს ხელნაკეთი დეკორაციების ორიგინალური და განსხვავებული ნივთების შესაქმნელად. დალი ტარიელაძე მცირე საოჯახო მეურნეობის ხელშეწყობის მიზნით, ხილის საშრობ დანადგარს, ხოლო მაყვალა მიქელაძე მცირე ფერმერული მეურნეობის განვითარებისთვის, ინკუბატორის დანადგარს შეიძენს. პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება, გააქტიურება, სოფლად მიგრაციის შეჩერების ხელშეწყობა, ქალების მეტი ჩართულობისა და აქტიურობის გაზრდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)