20:36 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-11 13:55:21, 705 ნახვა

რეგიონი
ვასილ გველესიანი - ჩემს მთავარ ძალას წარმოადგენს „ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც არის ერთადერთი ღირსეული პოლიტიკური ძალა ქართულ რეალობაში

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. 
ამჯერად, მერობის კანდიდატი  კირკის უბნისა და ელემენტების ქუჩის მოსახლეობას ესტუმრა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

“წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ამჯერად კირკის უბნისა და ელემენტების ქუჩის მოსახლეობას ვესტუმრე და სამომავლო გეგმები გავაცანი.
სასიამოვნოა ამ უბნებში სიარული, რადგან სრულადაა მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა, გაკეთებულია სანიაღვრე არხები და გარე განათებები. გადაჭრილია წყალმომარაგების პრობლემა. რეაბილიტირებულია მე-7 საბავშვო ბაღი და სპორტული მოედნები.

კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს ოპონენტებს და ჩვენს მოსახლეობას, რომ ჩემს მთავარ ძალას წარმოადგენს  „ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც არის ერთადერთი ღირსეული  პოლიტიკური ძალა ქართულ რეალობაში, რომელმაც პასუხისმგებლობით მართა და მართავს ჩვენს ქვეყანას”- განაცხადა მერობის კანდიდატმა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics