|
2021-08-04 15:38:18, 1696 ნახვა
ომი უკრაინაში
თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე, ე.წ საველე ჰოსპიტლების მოწყობა არ განიხილება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურალოდ ე.წ საველე ჰოსპიტლების მოწყობა დღეს არ განიხილება. როგორც გაბუნია განმარტავს, სამინისტრო მუშაობს დამატებითი სასტუმროების მობილიზებაზე. „ამ ეტაპზე, ჩვენ ვმუშაობთ დამატებით სასტუმროების მობილიზებაზე. გარკვეულწილად გვეხმარება ისიც, რომ ბოლო პერიოდში, რიგი ქვეყნებიდან ტურისტების ნაკადები შემცირდა, ამდენად სასტუმროების მობილიზების შესაძლებლობა მეტი გაჩნდა. ჩვენთვის, მოგეხსენებათ, სასტუმრო იყო საველე ჰოსპიტლის ანალოგი, ამდენად სასტუმროების მობილიზებაზე ნამდვილად ვმუშაობთ და ვფიქრობ, ამაზე მეტი საჭიროება არ იქნება და მოხერხდება სასტუმროს რესურის გამოყენებით ყველა ადამიანის მოთავსება იმ სივრცეში, სადაც იქნება ექიმი. სხვა სივრცეზე საუბარი არ არის“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ამასთანავე, მინისტრის მოადგილემ დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი დადგება ე.წ საველე ჰოსპიტლების მოწყობის აუცილებლობა, ქვეყანას გააჩნია დიდი სივრცეები და შესაძლებელია მათი ადაპტირება. „საველე ჰოსპიტლის მართვა და ადამიანური რესურსით მისი უზრუნველყოფა იქნება ძალიან რთული. ამდენად, მოდელი, რომელიც ჩვენ გვაქვს და რაც შესაძლებელია მეტად გაფართოვდეს, ეს არის სასტუმროების მოდელი, დიდი სივრცეების გამოყენება, სადაც კომფორტულ გარემოში შესაძლებელია პაციენტის მკურნალობა. საველე პირობებზე დღეს კონკრეტული საუბარი არ არის, თუკი დადგება ამის საჭიროება, რესურსი, დიდი სივრცე სადაც არის ესეც ცნობილია და შესაძლებელია მისი ადაპტირება, თუმცა ჩვენთვის მეტად მისაღები მოდელი არის სასტუმროების ადაპტირება“, - დასძინა გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)