|
2021-07-27 11:34:25, 1211 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - ეპიდვითარება გაუარესებულია, იმაზე მეტი ინფიცირება გვაქვს, ვიდრე ეს იყო მესამე ტალღის პიკზე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში ეპიდვითარება გაუარესებულია. როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ აღნიშნა, საქართველოში ამჟამად მეტი ინფიცირების შემთხვევაა, ვიდრე ეს იყო მესამე ტალღის პიკზე. „საქართველოში ეპიდვითარება გაუარესებულია, დღეს გვაქვს ახალი 3 666 შემთხვევა, 25 844 გვაქვს აქტიური შემთხვევა, გვაქვს 17 სიკვდილი, მთლიანად სიკვდილიანობის პროცენტი 1.4-ის ფარგლებშია, ყველა მაჩვენებელი, რომელიც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, სამწუხაროდ, გაუარესებულია. ანუ ჩვენ, ახლა მეტი გვაქვს უფრო ინფიცირება, ვიდრე ეს იყო მესამე ტალღის პიკზე, მაისში და ვართ 50-60%-მდე, რაც ვიყავით მეორე ტალღის პიკზე, ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში. განსხვავება ერთია, რომ მეორე ტალღის დროს არ იყო ხელმისაწვდომი ვაქცინები, დღეს გვაქვს საშუალება, რომ მოსახლეობა ავცრათ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)