|
2021-07-25 14:08:54, 2165 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთში COVID 19-ის მსხვერპლთა რეკორდული მაჩვენებელი ვლინდება
რუსეთში მეორედ გამოვლინდა კორონავირუსით დაღუპულთა რეკორდული მაჩვენებელი, მთელი პანდემიის განმავლობაში. ოფიციალური სტატისტიკით, 24 ივლისს COVID 19-მა 799 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ასეთი სტატისტიკა ბოლოს 16 ივლისს აღირიცხა. ერთ დღეში რუსეთში ინფიცირების 23 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის განმავლობაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა, ოფიციალური სტატისტიკით, 24 ივლისისთვის 6 102 469-ს მიაღწია. გარკვეული გამოცემები ("Медиазона", "Холод" და სხვა) იტყობინებოდნენ, რომ რეალური სურათი დაახლოებით 5-ჯერ აღემატება ოფიციალურ სტატისტიკას. ოპერატიული შტაბის ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის განმავლობაში რუსეთში 153 095 ადამიანი დაიღუპა. ბევრი დემოგრაფი მიიჩნევს, რომ ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირებულია. სტატისტიკით მანიპულირების შემთხვევები რუსეთში არაერთხელ გამომჟღავნდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)