22:22 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-22 15:47:41, 844 ნახვა

რეგიონი
თამარ გაბუნიამ და ნინო ნიჟარაძემ აჭარის პირველადი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ და აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ სამუშაო შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში აჭარის პირველადი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლებთან გამართეს. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს აჭარაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა. დისკუსიისას აღინიშნა, რომ კორონავირუსის შემთხვევათა მატების ფონზე, უაცილებელია ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურება. იმუნიზაციის გაფართოებისა და მასშტაბურად წარმოებისათვის ასევე განიხილება სოფლის ექიმების ჩართვა.

„აჭარაში სამედიცინო დაწესებულებები სრულ მზადყოფნაშია. მობილიზებულია საწოლფონდი. მომდევნო კვირიდან კიდევ უფრო ფართოდ გაიშლება მასშტაბი და პრაქტიკულად 24-ივე სამედიცინო დაწესებულება, 52 ამცრელი ბრიგადით შეძლებს ვაქცინაციის ადმინისტრირებას“, - განაცხადა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

მინისტრის განმარტებით, უახლოეს დღეებში ვქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით, მაღალმთიან აჭარასა და ბათუმში დაგეგმილია პედაგოგებისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების იმუნიზაცია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics