22:18 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-22 10:45:41, 952 ნახვა

რეგიონი
ომარ ტაკიძემ, უჩამბის თემის მოსახლეობას გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში მიმდინარე პროექტები გააცნო

შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, უჩამბის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.

ომარ ტაკიძემ, შეხვედრის მონაწილეებს როგორც სახელმწიფო, ისე აჭარის მთავრობის და მუნიციპალიტეტის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები გააცნო.

ჯაბნიძეებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ბაგა-ბაღი აშენდა; მიმდინარეობს ჯაბნიძეების, წაბლანის, ტბეთის სოფლის ცენტრების კეთილმოწყობა; რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფლებში არსებულ მოსაცდელებს; სოფელ ჯაბნიძეებში მოეწყობა ახალი სასმელი წყლის სისტემა; მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები განხორციელდება 15-მდე ლოკაციაზე; დაგეგმილია ღომას მთაზე ახალი ელექტროგაყვანილობის ქსელის მშენებლობა;

გრძელდება სოფელში შიდასაუბნო გზების პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის მოწყობა და რამდენიმე ლოკაციაზე ახალი სამანქანე გზის გაყვანა; აქტიურად მიმდინარეობს სოფლის მხარდაჭერის პროგრამებით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული ღონისძიებები; აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება ფერდსამაგრი კედლებისა და ბეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები;

შეხვედრას, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი როსტომ ლორთქიფანიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics