22:18 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-20 17:16:20, 731 ნახვა

რეგიონი
ყირგიზეთიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები დაიწყო

ყირგიზეთიდან ბათუმის მიმართულებით პირველად, რეგულარული ფრენები დაიწყო. - ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს’’ აჭარის ა/რ მთავრობის

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს.

 

უწყების ცნობით, ავიაკომპანია Air Manas პირდაპირ ფრენებს ბიშკეკიდან ბათუმის მიმართულებით ზაფხულის განმავლობაში, ყოველ შაბათს შეასრულებს.

 

„ტურისტებთან ერთად პირველ ავიარეისს ბათუმში ყირგიზული ტურსააგენტოების წარმომადგენლები ჩამოყვნენ. ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობებისა და სასტუმრო ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ მათთვის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე აჭარის ტურისტულ პროდუქტებზე, მიმართულებებსა და რეგიონში ტურიზმის კუთხით მიმდინარე პროექტებზე გაკეთდა აქცენტი.

 

რეგიონში ვიზიტისას ინფოტურის მონაწილეები ადგილობრივი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ურთიერთანამშომლობის საკითხები განიხილეს. ისინი მთიან აჭარასაც სტუმრობდნენ, სადაც ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს და ფოლკლორ შოუს დაესწრნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

ცნობისთვის, განახლებულ ბათუმის  საერთაშორისო აეროპორტში  ივლისის განმავლობაში 304 რეგულარული ფრენა განხორციელდა. ამ ეტაპზე, რეგულარული ფრენები ბათუმის მიმართულებით 10 მიმართულებიდან ხორციელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics