|
2021-07-14 23:28:53, 598 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის გასვლით სხდომაზე ხელვაჩაურში მიმდინარე მასშტაბურ პროექტებზე იმსჯელეს
დღეს აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გაიმართა. სხდომაზე მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პოტენციალზე და დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პროექტები ხორციელდება როგორც სახელმწიფო, ისე აჭარის მთავრობის და მუნიციპალიტეტის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში. 2021 წლის ნაერთი ბიუჯეტი მუნიციპალიტეტში 46 მლნ ლარამდეა. ,,განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა, გზების მშენებლობა. სოფელ ჯოჭოში, სადაც გასულ წელს გვქონდა მეწყერი, რომელიც სამწუხაროდ მსხვერპლით დასრულდა, ხორციელდება მასშტაბური პროექტი, რომელიც გაამაგრებს დამეწყრილ ადგილებს და მეწყერსაშიშ ზონებში, ფერდსამაგრი სამუშაოებისთვის ჩვენ წელს გათვალისწინებული გვაქვს 3 მილიონ ლარზე მეტი. გაგრძელდება ჭოროხის შემოვლითი გზა, რომელიც განტვირთავს ფრიდონ ხალვაშის გამზირს. სამრეწველო გზასთანაც გათვალისწინებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში გაიზარდა როგორც ჯანდაცვის, ასევე სოციალური პროგრამების მიმართულება. წელსაც კაპრეშუმსა და ერგეში განხორციელდება ახალი სოციალური სახლების მშენებლობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაჭახელაში ეთნოსოფლის მშენებლობა, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს, ეს მუნიციპალიტეტში შექმნის მეტ შემოსავალს ადგილობრივი მოსახლეობისთვის - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციისთვის 11 397 000 ლარს დახარჯავს. რეაბილიტაცია ჩაუტარდება 9 კმ.მდე გზას. განხორციელდება 4 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია. მოეწყობა ინფრასტრუქტურა დამეწყრილი ადგილების გამაგრებისთვის. ფერდსამაგრი სამუშაოებისთვის დამატებით - 3 648 64 5 ლარი დაიხარჯება. ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობისა და ადგილზე სამუშაო ადგილების შესაქმნელად ხელვაჩაურში დაიწყო სამრეწველო ზონის განვითარება. ამ ეტაპზე 20 ობიექტის პრივატიზება უკვე განხორციელდება, რაც ჯამში არანაკლებ 25 მლნ ლარის ინვესტიციას ითვალისწინებს. ეკონომიკური გათვლებით აღნიშნული ზონის განვითარება მოიზიდავს დაახლოებით 75 მლნ ლარის კერძო ინვესტიციას და შექმნის დაახლოებით 1 500-მდე სამუშაო ადგილს. ახალი ინდუსტრიული ზონის პროექტი მოიცავს 90 ჰექტარ ფართობს, სადაც ძირითადად განთავსებული იქნება გადამამუშავებელი და მწარმოებელი საწარმოები. მაჭახლის ხეობაში ხორციელდება „ეთნოსოფლის" მასშტაბური პროექტი, რომელიც ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრს შექმნის რეგიონში. დასკვნით ეტაპზეა თანამედროვე სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა. „ეთნოსოფლის" პროექტი რამდენიმე წელზეა გათვლილი და მოიცავს ისტორიული და ეთნოგრაფიული ძეგლების რეაბილიტაციას და ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებას. გაიზარდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, ისე მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში. გასულ წელს 39 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა ბინები ახლადაშენებულ სოციალურ სახლში. ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება და ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარი იქნება. მნიშვნელოვანი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით. სკოლების მშენებლობისთვის ხელვაჩაურში 7,5 მლნ დაიხარჯება. 7 სკოლას უტარდება რეაბილიტაცია. განხორციელდება ქვემო ახალშენის, მახინჯაურის, ზემო წინსვლის, ქვემო მახოს სკოლების სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაო. აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სპორტულ და სააქტო დარბაზებს. მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ ახალშენში, რისთვისაც 2 მლნ ლარამდეა გათვალისწინებული. წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ახალი წყლის სისტემები მოეწყობა, რისთვის 6,531,902 ევრო დაიხარჯება. სოფლის მეურნეობის სფეროს ხელშეწყობისა და ადგილზე შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, დაფინანსდება სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და მცირე საოჯახო მეურნეობების 42 პროექტი. სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში დაფინანსდება 5 პროექტი. მოხდება ინოვაციური და ახალგაზრდა მეწარმეების მიერ წარმოდგენილი პროექტების მხარდაჭერა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი 1 მლნ ლარით განისაზღვრა. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის 64-ვე სოფელში, სხვადასხვა პროექტის განხორციელდება.2021 წლის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 3 348 811 ლარით გაიზარდა და შეადგენს 26 022 017 ლარს.
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)