|
2021-07-06 12:00:14, 868 ნახვა
რეგიონი
რუსთავში ატმოსფერული ჰაერის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ქ.რუსთავის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და ქ.რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ გახსნეს. „ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება ჩვენი სამინისტროს და ზოგადად მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. საქართველოს უმსხვილეს ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პრობლემის მოსაგვარებლად, სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი, კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა დღის წესრიგის ნაწილია. სამინისტროს ყურადღების ცენტრში ქ.რუსთავის ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი და აქ არსებული გამოწვევებზე სათანადო რეაგირება გახლავთ. ატმოსფერულ ჰაერზე მუდმივმა მონიტორინგმა საშუალება მოგვცა, საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად შეგვემუშავებინა ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა ქალაქ რუსთავისთვის, სადაც გაწერილია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი კონკრეტული ღონისძიებები, მისი განხორციელების ვადები და პასუხისმგებელი უწყებები“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, ქ.რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის და ახალი რეგულაციების აღსრულების პროცესში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის როლის საკითხები განიხილეს.
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)