00:45 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-24 11:55:03, 511 ნახვა

რეგიონი
აჭარაში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, აჭარაში, 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

ლენტური ტიპის დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარები ამოღებულია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ წელათში და ხულოს მუნიციპალიტეტის  სოფლებში: წინწკილაძეებსა და განახლებაში.

მოქალაქეებს უკანონო სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში და საგანგებოდ მოწყობილ შენობებში ჰქონდათ განთავსებული.

სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics