|
2021-06-19 14:04:58, 1018 ნახვა
რეგიონი
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი გასვლითი ფორმატით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფება
დღეს, 12:20-ზე პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი გასვლითი ფორმატით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფება. გასვლითი სხდომის ფარგლებში, კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა,კომიტეტის წევრებმა,აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ნინო წილოსანმა,სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატებმა,ოპოზიციის წარმომადგენლმა ლევან იოსელიანმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ახალქალაქსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სახელმწიფოს დაფინანსებული პროექტები დაათვალიერეს. საკანონმდებლო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ სოფლების კუმურდოს და გოგაშენის საბავშვო ბაღების მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს და სოფლებში ჩუნჩხა, ტენა და დელისკარის საჯარო სკოლების მშენებლობის პროცესს. „რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომის ფარგლებში დავათვალიერეთ ჯავახეთის ინფრასტრუქტურული პროექტები. ორივე მუნიციპალიტეტში ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ძალიან ბევრი რამეა გაკეთებული, 100-მდე კილომეტრი გზა, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური მნიშვნელობის. ძალიან ბევრი ახალი სკოლა და ახალი საბავშვო ბაღი შენდება. ჩუნჩხის საშუალო სკოლაში, სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია. ორი სოფლის შუაში აშენდა ახალი საბავშვო ბაღი, სადაც 31 აღსაზრდელია ამ წუთისთვის და ეს მართლა დიდი სიხარულია ამ ბავშვებისთვის“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. კომიტეტის წევრებმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ,,არტურ ხაჩატურიანის,, საკალმახე მეურნეობა მოინახულეს, რომელიც დაფუძნებულია 2011 წელს. მან ისარგებლა იაფიანი აგრო კრედიტით 35 000₾ და ,,ლაგის,, საგრანტო პროგრამით 25 000₾. დასაქმებული ჰყავს 4 ადამიანი. წლის განმავლობაში აწარმოებს 17 ტონა თევზს და 1 900 000 ლიფსიტას. გასაღების ბაზარი საქართველო (კომენტარს გააკეთებს არტურ ხაჩატურიანი). რეგიონის მასშტაბით ფუნქციონირებს 25 მცირე და საშუალო საკალმახე მეურნეობა, სადაც დასაქმებულია 100-მდე თანამშრომელი და წლის განმავლობაში აწარმოებს 125ტ-მდე თევზს. საკანონმდებლო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისვის , ძალიან შთამბეჭდავი იყო ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში,ჯვარიძეების ოჯახში , სამსაუკუნოვანი მესხური ფურნის ხაჭაპურისა და სომინი პურის ცხობის დღემდე შემორჩენილი ტრადიციის ნახვა, ალუდა ძვარიძის ოჯახის ქალები ყოველთვის ამზადებენ ტენილ ყველს, მისგან ხაჭაპურს, ასევე ქადასა და მესხურ პურს და ახდენენ რელიზაციას, რაც მათთვის ერთგვარ შემოსავალს წარმოადგენს. სახელმწიფომ სწორედ მათ დააფინანსა და შესაძლებლობების გაფრთოების შანსი მისცა.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)